GEO / ENG
მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)

მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით -„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. თითოეულმა ქვეყანამ  უნდა გაატაროს რეფორმები მდგრადი განვითარების  17 მიზანის შესასრულებლად. მიზნები და ამოცანები მოახდენენ მოქმედების სტიმულირებას მომდევნო ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში: ადამიანები, პლანეტა, წარმატება, მშვიდობა და პარტნიორობა ( 5Ps : People, Planet, Prosperity, Peace,Partnership ).

ბიზნესს შეუძლია თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

ბიზნესის როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში 

CSR ჯილდო 2019

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UN Global Compact Network Georgia) იწვევს კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

13.11.2018

შეხვედრა აჭარის ბიზნესის წარმომადგენლებთან

21 სექტემბერს, ,,სიდა"-მ, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით გამართა შეხვედრა თემაზე: კორპორაციული მდგრადობა და ქალთა გაძლიერება ბიზნეს სექტორში. შეხვედრის მიზანი იყო ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების და კორპორაციული მდგრადობის სტანდარტებისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამსწრე კომპანიებისთვის და დაინტერესებულ ბიზნესთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის დაწყება.

21.09.2018

წამყვანი ბიზნესები ქალთა გაძლიერებაზე მუშაობენ

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“.

10.08.2018

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საერთო კრება

2018 წლის 8 ივნისს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მეორე  საერთო კრება გაიმართა.

08.06.2018