GEO / ENG


 


გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპი წარმოადგენს კორპორაციული პასუხისმგებლობის ეთიკურ და პრაქტიკულ ჩარჩოს, კომპანიის ზომის, ფორმისა და საქმიანობის სფეროს მიუხედავად.

სარგებელი ბიზნესისთვის - კორპორაციული და ორგანიზაციული წინსვლა, სხვა ფაქტორებს შორის, მოითხოვს სტაბილურ ეკონომიკას და ჯანსაღ, გამოცდილ და განათლებულ თანამშრომლებს. მდგრადობაზე ორიენტირებული კომპანიები სარგებლობენ ინვესტორების მხარდაჭერით და ბრენდისადმი გაზრდილი ნდობით.

სარგებელი საზოგადოებისთვის - ბიზნესს შეუძლია იყოს ცვლილების წამომწყები.კომპანიები ყოველთვის გვთავაზობენ ახალ იდეებსა და საშუალებებს საზოგადოების გამოწვევების საპასუხოდ.გაეროს გლობალურ შეთანხმებაში მონაწილე 9500-ზე მეტი ბიზნესს და 3000-მდე არაკომერციული პირს უკვე შეაქვს ამაში წვლილი.


გაწევრიანების უპირატესობები:

  • წვდომა თითქმის ყველა ინდუსტრიის, სექტორის თუ ზომის პარტნიორებთან, საუკეთესო გამოცდილების და პრობლემების გადაწყვეტის ახალი საშუალებების გაზიარების მიზნით;
  • 15 წლის წარმატებაზე აგებული საუკეთესო გამოცდილების სახელმძღვანელო;
  • საშუალებები, რესურსები და ტრენინგები;
  • ლოკალური ქსელის მხარდაჭერა 70-ზე მეტ ქვეყანაში;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  ავტორიტეტი, ცოდნა და გამოცდილება


11
ივნისი

ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა

11-12 ივნისს, ბორჯომში გაიმართება ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა. ფოსუკირებული იქნება გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხებზე.

8
ივნისი

საერთო კრება

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საერთო კრება