ტრენინგი შვედეთში ეკონომიკური აქტორების როლზე მშვიდობის მშენებლობაში

06.04.2011

31 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით ,,სიდას" დირექტორი იმყოფებოდა შვედეთში, კერძოდ სონდოში არსებულ ფოლკ ბერნადოტ აკარემიაში. ვიზიტის მიზანი იყო მონაწილეობა მულტიეთნიკურ ტრენინგში, რომლის თემა იყო „ეკონომიკური აქტორების როლი კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობის მშენებლობაში“.

ტრენინგში მონაწილეები მიწვეულნი იყვნენ საერთაშორისო, არასამთავრობო და ბიზნეს წრეებიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის: სუდანი, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, ბურუნდი, ბულგარეთი, სიერა ლეონე, შვედეთი, გერმანია, საქართველო და სხვა.

ტრენინგზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ადგილობრივი ეკონომიკა და სოციალური განვითარება, სტრატეგიული დაგეგმარება, ეკონომიკური აქტორები და ინტერესთა ჯგუფები, სოციალური კაპიტალი, დიალოგი კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობის მშენელობასა და სხვა საკითხები. პლენარული სესიების პარალალურად. ტრენიგის მონაწილეები დაყოფილი იყვნენ სამ ჯგუფად: საქართველო, ბურუნდი და სუდანი. ჯგუფის წევრები მიღებული ცოდნის საფუძველზე ამზადებდნენ შესაბამისი ქვეყნის კონფლიქტური რეგიონისთვის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების გეგმას.

ტრენინგის ბოლო დღეს მოხდა ჯგუფების საქმიანობის პრეზენტაცია. საქართველოს ჯგუფის წევრებმა უშუალო პრეზენტაციამდე მოამზადეს და მონაწილეებს წარუდგინეს ვიზუალური მასალა საქართველოს შესახებ, რათა უფრო ზუსტი წარმოდგენა შექმნოდათ ქვეყნის შესახებ.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა შეაფასეს კურსი და ორგანიზატორების მხრიდან მიიღეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

კატეგორია: საერთაშორისო