მდგრადი განვითარების საკითხებზე რეგიონებში შეხვედრები გაიმართა

09.07.2019

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ორგანიზებით, რომელიც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს წარმოადგენს, საქართველოს ოთხ ქალაქში გაიმართა შეხვედრები თემაზე პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისათვის.

შეხვედრები საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და მასში მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი გამოწვევები და მისი გადაჭრის შესაძლებლობები, იმსჯელეს სამომავლო პარტნიორობაზე და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობებზე.

შეხვედრაზე მოხდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გაცნობაც. გლობალური შეთანხმება (UN Global Compact), რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაარსდა. მისი მიზანია ქვეყანაში მომუშავე ბიზნესკომპანიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა.

შეხვედრები გაიმართა რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და მესტიაში, შეხვედრა დაგეგმილია ბათუმში.

შეხვედრები გაიმართა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა