GEO / ENG


მსოფლიოს უმსხვილესი ქსელი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესისთვის

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. აღნიშნულის მისაღწევად გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ: 

(1) პასუხისმგებლობით აწარმოოს თავისი საქმიანობა, რაც გულისხმობს, შეთანხმებით გათვალისწინებული ათი პრინციპის ინტეგრირებას მუშაობის სტრატეგიასა და ყოველდღიურ ოპერაციებში. გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მიზანია, ბიზნესის ყურადღების მიპყრობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. 

(2) ხელი შეუწყოს ზოგადი საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებას, როგორიც არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები. 

გაეროს გლობალური შეთანხმებაში გაწევრიანებულია 9 500-ზე მეტი ბიზნეს კომპანია და 3 000-მდე არასამეწარმეო პირი, მსოფლიოს 164 ქვეყნიდან.


გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG) არის გლობალური შეთანხმების ინიციატივის ადგილობრივი ქსელი. საქართველოს ქსელმა საქმიანობა 2016 წელს დაიწყო. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპის მხადაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

გაერო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა", რომელიც კოორდინირებას უწევს საქართველოში ორ ძირითად, კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმას - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბსა  და გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელს.

ბიზენსისთვის გაეროს გლობალურ შეთანხმების წევრობა ბევრი დადებითი შედეგის მომტანია: 

  • ბიზნეს კომპანია ხდება უპრეცედენტო ქსელის წევრი, რაც მას აძლევს საშუალებას შეიძინოს ახალი კონტაქტები თითქმის ყველა ინდუსტრიის, სექტორის თუ ზომის ბიზნეს საწარმოებთან მსოფლიოს 164 ქვეყნიდან.
  • გლობალური შეთანხმების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები კომპანიას აძლევს შესაძლებლობას გაცვალოს ინფორმაცია კორპორაციული მდგრადობის შესახებ, ქსელის სხვა წევრებთან. ძირითადად ინფორმაციის გაცვლა ხდება ორი მიმართულებით: (1) საუკეთესო პრაქტიკა (2) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების გადაწვეტის ახალი საშუალებები.
  • გლობალური შეთანხმების წევრობით, ბიზნესს აქვს წვდომა 15 წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ დაგროვებულ ინსტიტუციურ ცოდნაზე, კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით.
  • გლობალური შეთანხმების წევრობით, კომპანიას აქვს წვდომა კორპორაციული მდგრადობის მექანიზმებსა და რესურსებზე, ასევე, აღნიშნული მიმართულებით ტრეინინგებში ჩართვის შესაძლებლობაზე. გლობალურ შეთანხმების წევრ კომპანიას შესაძლებელია გაეწიოს დახმარება გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების საშუალებით. გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი 70-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს.
  • გლობალური შეთანხმება არის გაეროს ერთ-ერთი ორგანო. მისი წევრობით კომპანია იძენს ავტორიტეტს, ცოდნასა და გაეროს გამოცდილებას.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს:



11
ივნისი

ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა

11-12 ივნისს, ბორჯომში გაიმართება ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა. ფოსუკირებული იქნება გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხებზე.

8
ივნისი

საერთო კრება

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საერთო კრება