GEO / ENG


                                                            გაწევრიანების პროცედურა 


1.ბიზნესისთვის

გლობალ კომპაქტში გაწევრიანების მსურველმა:

უნდა შეავსოს ონლაინ აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია გაეროს გლობალური შეთანხმების ვებ-გვერდზე. (https://www.unglobalcompact.org/participation/join/application/business

მოამზადოს ვალდებულების წერილი (Letter of Commitment), რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა. წერილი უნდა დასკანერდეს და თან დაერთოს ონლაინ აპლიკაციას. წერილის ნიმუში მოცემულია შემდეგ ლინკზე - https://www.unglobalcompact.org/docs/how_to_participate_doc/Business_Commitment_Letter.pdf

ონლაინ აპლიკაციის შევსების წესი მოცემულია „ონლაინ აპლიკაციის სახელმძღვანელოში“, რომელიც ხელმისაწვდომია შემდგე მისამართზე: https://www.unglobalcompact.org/docs/how_to_participate_doc/Online_Application_Guideline_Business.pdf

ონლაინ აპლიკაციის შევსებისთვის დაგჭირდება დაახლოებით 30 წუთი.

აპლიკაციის გაგზავნის შემდეგ, გლობალ კომპაქტის ცენტრალური ოფისი განიხილავს კომპანიის წევრობის საკითხს და ორი კვირის განმავლობაში, ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინებს მას, დაუმტკიცდა თუ არა კომპანიას გაეროს გლობალ კომპაქტის წევრის სტატუსი.



2. არამეწარმეებისთვის

გლობალურ შეთანხმებაში გაწევრიანების მსურველმა:

უნდა შეავსოს ონლაინ აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია გაეროს გლობალური შეთანხმების ვებ-გვერდზე ( https://www.unglobalcompact.org/participation/join/application/non-business).

მოამზადოს ვალდებულების წერილი (Letter of Commitment), რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს უმაღლეს აღმასრულებელ პოზიციაზე მყოფმა პირმა. წერილი უნდა დასკანერდეს და თან დაერთოს ონლაინ აპლიკაციას. წერილის ნიმუში მოცემულია შემდეგ მისამართზე - https://www.unglobalcompact.org/docs/how_to_participate_doc/Non_Business_Commitment_Letter.pdf

ონლაინ აპლიკაციის შევსების წესი მოცემულია „ონლაინ აპლიკაციის სახელმძღვანელოში“, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე - https://www.unglobalcompact.org/docs/how_to_participate_doc/Online_Application_Guideline_NonBusiness.pdf

ონლაინ აპლიკაციის შესავსებად დაგჭირდებათ დაახლოებით 30 წუთი.

აპლიკაციის გაგზავნის შემდეგ, გლობალური შეთანხმების ცენტრალური ოფისი განიხილავს წევრობის საკითხს და ორი კვირის განმავლობაში, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შეატყობინებს, დაუმტკიცდა თუ არა ორგანიზაციას გაეროს გლობალური შეთანხმების წევრის სტატუსი.

გაწევრიანება 

11
ივნისი

ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა

11-12 ივნისს, ბორჯომში გაიმართება ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა. ფოსუკირებული იქნება გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხებზე.

8
ივნისი

საერთო კრება

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საერთო კრება